banner

ნიუსის ფოტოფრანგული ენა (le français) – ფრანგების, ვალონების, ფრანკო - კანადელების, ფრანკო-შვეიცარიელების ენაა. მიეკუთვნება ინდოევროპული ენების რომანულ ჯგუფს. ფრანგულ ენაზე მსოფლიოში დაახლოებით 220 მილიონი ადამიანი საუბრობს.. ფრანგული ენის ნორმატიულ სტანდარტებს საფრანგეთის აკადემია განსაზღვრავს. მოსაუბრეთა რიცხვით ფრანგული ენა მსოფლიოში მე-18 ადგილს იკავებს. ფრანგული ენაწარმოადგენს ერთ-ერთ ოფიციალურ სამუშაო ენას შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი, ნატო  (ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. ბლუმბერგის ბიზნესვიკის მონაცემებით ფრანგული ენა, საქმიან ურთიერთობებში იკავებს მესამე ადგილს ინგლისურისა და ჩინურის შემდეგ. ევროკავშირის მასშტაბით ფრანგულ ენაზე მოსახლეობის დაახლოებით 12% საუბრობს.

 

 

 

 

 

 

butaforia
butaforia
butaforia 2
butaforia
Sign in with LinkedIn